Xpeer არის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული უწყვეტი სამედიცინო განათლების აპლიკაცია, რომლის სასწავლო ჰაბიც განთავსებულია ბარსელონას სან პაუ-ს ჰოსპიტალში (ესპანეთი), განკუთვნილია ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის მიკრო ვიდეო სწავლების მიზნით. აპლიკაციის შემქმნელი კომპანია მიზნად ისახავს მთელი მსოფლიოს ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის მაღალი ხარისხის სამედიცინო საგანმანათლებლო ვიდეო მასალის მიწოდებას კლინიკური პრაქტიკისა და ტექნოლოგიების, ეფექტური ინტერაქტიული უნარების და პროფესიული სამედიცინო უნარჩვევების ჩამოყალიბების კუთხით.

აპლიკაცია აკრედიტებულია ევროპის მედიცინის სპეციალისტთა კავშირის (UEMS) მიერ და ყველა კურსდამთავრებულს, რომელიც წარმატებით გაივლის არჩეულ კურსს და კურსის დასრულების შემდგომ ტესტირებას, მიენიჭება EACCME კრედიტი.

სასწავლო კურსი პაციენტზე მორგებული მედიცინის ჰოლისტიკური ხედვა“, რომელიც ასახავს პაციენტზე მორგებული ჯანდაცვის მოდელს, მომზადდა Xpeer- ის სპონსორობით ეპილეფსიასთან ბრძოლის საერთაშორისო ლიგის (ILAE) ქართული განყოფილების მიერ.

სასწავლო კურსი გვაწვდის ინფორმაციას დაბალი წიგნიერების მქონე პაციენტებთან კომუნიკაციის პრაქტიკულ უნარების შესახებ, რაც ძალზე აქტუალურია ნებისმიერ კლინიკურ გარემოში, განსაკუთრებით, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტებთან ურთიერთობისას. კურსი ასევე განმარტავს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი პაციენტზე მორგებული მიდგომა მედიცინაში, რა სარგებელი მოაქვს მას პაციენტებისთვის, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებისთვის და ჯანდაცვის სისტემისთვის.

სასწავლო კურსს უძღვება ექიმი-ნევროლოგი და ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესების სპეციალისტი, ლელა სტურუა.

ქალბატონი დანიელა კლაპი

Xpeer– ის აღმასრულებელი დირექტორი