„თ. გელაძის სახელობის საქართველოს ეპილეფსიასთან ბრძოლის ლიგა“ ემყარება დემოკრატიულობისა და ნებაყოფლობის პრინციპებს.
იგი აერთიანებს როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ ყველა დაინტერესებულ პროფესიონალს, ვინც აღიარებს კავშირის წესდებას და კეთილსინდისიერად შეასრულებს თავის უფლება-მოვალეობებს.
წევრობა – ნებაყოფლობითია;
ლიგაში გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ პროფესიონალს, რომელიც აღიარებს ლიგის წესდებას – კონსტიტუციას.