საქართველოს ეპილეფსიასთან ბრძოლის ლიგა

ვინ ვართ

თ. გელაძის სახელობის საქართველოს ეპილეფსიასთან ბრძოლის ლიგა წარმოადგენს არაკომერციულ იურიდიულ პირს, რომელშიც გაერთიანებული არიან ეპილეფსიის მქონე ადამიანებთან მომუშავე პროფესიონალები და მეცნიერები.

სტრუქტურა

საქართველოს ეპილეფსიის ლიგას ჰყავს გამგეობა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი, გენერალური მდივანი, ხაზინადარი და უშალოდ ყოფილი პრეზიდენტი.

2019-2023 წ.წ. გამგეობის წევრები

მისია

  • პროფესიონალთა ცოდნის დონის ამაღლება;
  • ეპილეფსიის მართვის გაუმჯობესება;
  • ახალი ტექნოლოგიების შემუშავება და დანერგვა;
  • ეპილეფსიის მიმართულებით სამეცნიერო კვლევების გააქტივება;
  • დაავადებულთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობა;
  • პაციენტთა უფლებების დაცვა და საზოგადოებში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა.

დევიზი

შეიქმნას ისეთი სამყარო, სადაც არც ერთი ადამიანის სიცოცხლე არ იქნება შეზღუდული ეპილეფსიის მიზეზით

ისტორია

საქართველოს ეპილეფსიასთან ბრძოლის ლიგის (საქართველოს ეპილეფსიის ლიგა) საინიციატივო ჯგუფი ჩამოყალიბდა 1996 წელს, ქ. თბილისში, აკად. პეტრე სარაჯიშვილის სახელობის ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის ინსტიტუტის ეპილეფსიის ცენტრის ბაზაზე, ქართული ეპილეფტოლოგიური სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელის აკად. თინა გელაძის თაოსნობით.

ორგანიზაციის ინაუგურაცია მოხდა ქ. დუბლინში (ირლანდია), 1997 წელს, ეპილეფსიის 22-ე საერთაშორისო კონგრესზე, სადაც საქართველოს ეპილეფსიასთან ბრძოლის ლიგა აღიარებულ იქნა ეპილეფსიასთან ბრძოლის საერთაშორისო ლიგის (ILAE) ქართულ განყოფილებად. საქართველოს ლიგის პირველ პრეზიდენტად არჩეულ იქნა აკად. თინა გელაძე.

2012 – წლის 29 თებერვალს, აკად. თინა გელაძისა და მისი მოსწავლეების მიერ დაფუძნდა ა(ა)იპ “თინა გელაძის სახელობის საქართველოს ეპილეფსიასთან ბრძოლის ლიგა” (ს/კ 404932098), რომელსაც მიენიჭა ლიგის დამაარსებლის – აკად. თინა გელაძის სახელი.

დამფუძნებლები: თინა გელაძე, ნინო/ნანა ტატიშვილი, მაია ჯიბლაძე, ოთარ თოიძე, სოფიო კასრაძე

2012-2019 წ.წ. – საქართველოს ეპილეფსიის ლიგის პრეზიდენტად არჩეულ იქნა ნინო/ნანა ტატიშვილი

პროფ. თ. გელაძეს მიენიჭა საქართველოს ეპილეფსიის ლიგის საპატიო პრეზიდენტის წოდება.

ჯილდოები

„თ. გელაძის სახელობის საქართველოს ეპილეფსიასთან ბრძოლის ლიგის“ ჯილდო დაარსდა 2017 წელს, ლიგის გამგეობის წევრების ინიციატივით.

ჯილდო ეძლევა პიროვნებას, რომელსაც ლიგა აღიარებს და პატივს სცემს მის განსაკუთრებულ და გამორჩეულ პიროვნულ წვლილს ხანგრძლივი დროის მანძილზე იმ მნიშვნელოვან მხარდაჭერაში, რომელმაც განსაკუთრებული ზეგავლენა იქონია საქართველოში ეპილეფსიის სფეროში სამეცნიერო კვლევების გააქტივების, განათლებისა ამაღლებისა და პაციენტთა თანადგომის საქმეში.

პრემია შედგება დიპლომისგან და მოიცავს წელიწადში ერთხელ საქართველოში საერთაშორისო კონფერენციებსა და სამეცნიერო შეხვედრებში მონაწილეობისთვის რეგისტრაციის საფასურს და ცხოვრების ხარჯებს.

საქართველოს ეპილეფსიასთან ბრძოლის ლიგის ჯილდოს ლაურეატები
bialeri

მეირ ბიალერი

2017 წ. ისრაელი

federivo

ფედერიკო ვიგევანო

2018 წ. იტალია

peruka

ემილიო პერუკა

2019 წ. იტალია