2023 წლის 21-22-23 ნოემბერს, ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის ბაზაზე, უწყვეტი სამედიცინო განათლების აკრედიტებული პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს მედიკოსთა დახელოვნების სკოლის ტრენინგი თემაზე “ეეგ-კვლევის ფუნდამენტური საფუძვლები და კლინიკური მნიშვნელობა”.
ტრენინგს ატარებენ მიუნხენის (გერმანია) ეპილეფსიის ცენტრის თანამშრომლები:
პროფესორი სოეილ ნოხტარი (კლინიკური ნეიროფიზიოლოგი) და იოანა კეფეტზი (ნეიროფიზიოლოგი-ეეგ-ტექნიკური შემსრულებელი).