2023 წლის 14 ივლისს, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა თ. გელაძის სახელობის საქართველოს ეპილეფსიასთან ბრძოლის ლიგის მე-2 ყრილობა.

ყრილობაში მონაწილეობას ღებულობდნენ ორგანიზაციის დამფუძნებლები, გამგეობისა და ორგანიზაციის წევრები (იხ. ფოტომასალა).

ყრილობის დელეგატებს მიეწოდათ სრული ინფორმაცია ორგანიზაციის საქმიანობის, გამგეობის წევრების გეგმიური ცვლილებების, მიმდინარე სამეცნიერო კვლევების, საზოგადოებრივი აქტივობების, ფინანსური მდგომარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

ორგანიზაციის პრეზიდენტის მიერდამსწრე საზოგადოებას წარედგინა თ. გელაძის სახელობის საქართველოს ეპილეფსიასთან ბრძოლის ლიგის საქმიანობის ანგარიში 2021-2022 წლების განმავლობაში (იხ. პრეზენტაცია)

ყრილობის დელეგატების მხრიდან მნიშვნელოვან საკითხებად წამოიჭრა შემდეგი პრობლემების გადაწყვეტის აუცილებლობა:

  1. საქართველოში ეპილეფსიური გულყრების საწინააღმდეგო პრეპარატების (ანტიკონვულსანტების) კატასტროფული დეფიციტის არსებობა და ამ პრობლემის დაუყოვნებელი გადაჭრის ინიცირება;
  2. საქართველოში ახალი თაობის ანტიკონვულსანტებისა და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის – ეპილეფსიური სტატუსის სამკურნალო საშუალებების დაუყოვნებელი შემოტანის ინიცირება;
  3. ელექტროენცეფალოგრაფიული კვლევების დასკვნების ერთიანი ფორმატის შემუშავება ჯანდაცვის სისტემის დონეების შესაბამისად და მათი დამტკიცების ხელშეწყობა;
  4. ჯანდაცვის სისტემის დონეების შესაბამისად ეეგ-კვლევის ტექნიკური შემსრულებლებისა და ეეგ-კვლევის ანალიზის მწარმოებლებისთვის საქმიანობის ლიცენზირების რეგულარული გადამოწმების (10 წელიწადში ერთხელ) აუცილებლობის ინიცირება საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.