სინოფსისი (მოკლე შინაარსი)
პაციენტების კეთილდღეობისა და ეფექტური კლინიკური შედეგების მისაღწევად საკვანძო საკითხად წარმოჩინდა ჯანდაცვის პრაქტიკოსებსა და პაციენტებს შორის ურთიერთობის ხარისხი. აღნიშნულის საფუძველზე, ტრადიციული სამედიცინო პრაქტიკა თანდათან იცვლება პაციენტზე ორიენტირებული მიდგომით, როდესაც სამედიცინო ზრუნვის ფოკუსი სრულადაა მორგებული პაციენტზე. შემოგვიერთდით იმის აღსაქმელად თუ რას მოიცავს პაციენტზე ორიენტირებული სამედიცინო ზრუნვა და უკეთ შეიმეცნოთ პაციენტზე ორიენტირებული ზრუნვის ბიოლოგია, ფსიქოლოგია და ის უნარები, რომლებიც პროფესიონალს უნდა გააჩნდეს პაციენტთან ურთიერთობაში.
ავტორის შესახებ
ლელა სტურუა, ნევროლოგი, სამედიცინო განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში და 12 წელი მუშაობდა ექიმ ნევროლოგად/ეპილეფტოლოგად.
წარმატებით დაასრულა ჯანდაცვის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების (ISQua) „ჯანდაცვის ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესების სასწავლო კურსი“ და აშშ-ს ჯადნაცვის გაუმჯობესების ინსტიტუტის ღია სკოლის სასწავლო კურსი (IHI OS). მიღებული აქვს „Lean Six Sigma“-ს (აშშ) გლობალური ინსტიტუტის „ჯანდაცვის ხარისხის უწყვეტი მართვის სერტიფიკატი“ და არის სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების სერტიფიცირებული პროფესიონალი.
ამჟამად ახორციელებს პროფესიულ კონსულტაციებსა და ტრენინგებს ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესების, პაციენტზე მორგებული ზრუნვისა და პაციენტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროებში.
განცხადება ინტერესთა კონფლიქტის შესახებ:
ლელა სტურუას არ აქვს პოტენციური ინტერესთა კონფლიქტი.
სასწავლო კურსის ბმული https://web.xpeer.app/web/en/courses/240
სასწავლო მასალა მომზადებულია ეპილეფსიასთან ბრძოლის საერთაშორისო ლიგის (ILAE) ქართული განყოფილებისა (GLAE) და მისი პრეზიდენტის ასოც. პროფესორ სოფიო კასრაძის მხარდაჭერით.
Xpeer არის ინოვაციური ციფრული საგანმანათლებლო აპლიკაცია და ვებ აპლიკაცია მიკრო სწავლის მეთოდოლოგიით, რომელიც აკრედიტებულია მედიცინის სპეციალისტთა ევროპული კავშირის (UEMS) მიერ.
UEMS კრედიტები მოქმედებს 26 ქვეყანაში.
აპლიკაციისა და ვებ ვერსიის ჩამოსატვირთად ბმულები იხილეთ აქ:
Android: https://play.google.com/store/apps/details?id=com.xpeer.mobile&hl=en
iOS: https://apps.apple.com/us/app/xpeer-medical-education/id1500153261?l=es&ls=1
web version; https://web.xpeer.app/web/en/home