2023 წლის 21-22-23 ნოემბერს, ქ. თბილისში, ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის ბაზაზე ჩატარდება სასწავლო კურსი-სემინარი
„ეეგ-კვლევის ფუნდამენტური საფუძვლები და კლინიკური მნიშვნელობა“.
ტრენინგს ატარებს მიუნხენის (გერმანია) ეპილეფსიის ცენტრისა და ეეგ-ლაბორატორიის კლინიკური ხელმძღვანელი, ნევროლოგი-ეპილეფტოლოგი-კლინიკური ნეიროფიზიოლოგი პროფ. სოეილ ნოხტარი (Prof. Soheyl Noachtar).
სასწავლო კურსი აკრედიტებულია სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს სააკრედიტაციო საბჭოს მიერ.
სასწავლო კურსზე დამსწრეთა მაქსიმალური რაოდენობაა – 20 მსმენელი
პარალელური სესიის სახით, 2023 წლის 21-22-23 ნოემბერს, ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის ელექტროფიზიოლოგიურ ლაბორატორიაში, ეეგ-ტექნიკური შემსრულებლებისთვის ჩატარდება ტრენინგები „ეეგ-კვლევის ხარისხიანი განხორციელების პრაქტიკული საკითხები“.
ტრენინგს ატარებს მიუნხენის (გერმანია) ეეგ-ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ელექტროფიზიოლოგი ქ-ნი რენატა პიჩინოტი.
სასწავლო კურსზე დამსწრეთა მაქსიმალური რაოდენობაა – 10 მსმენელი
რეგისტრაცია | სარეგისტრაციო თანხა | რეგისტრაციის ბოლო ვადა | |
1 | ეპილეფსიასთან ბრძოლის საერთაშორისო ლიგის ქართული განყოფილების წევრებისთვის | 250 ლარი | 10 ნოემბერი, 2023 წ. |
2 | ეპილეფსიასთან ბრძოლის საერთაშორისო ლიგის ქართული განყოფილების არა-წევრებისთვის | 300 ლარი | 10 ნოემბერი, 2023 წ. |
3 | ეეგ-ტექნიკური შემსრულებლებისთვის | 200 ლარი | 10 ნოემბერი, 2023 წ. |
საბანკო რეკვიზიტები:
თიბისი-ბანკი
ა/ნ GE22TB7259036020100008
„მედიკოსთა დახელოვნების სკოლა“
დანიშნულებაში მიუთითეთ გვარი, სახელი, პირადი ნომერი – ეეგ-სემინარი