2024 წლის 12 თებერვალს, ეპილეფსიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ეპილეფსიის საერთაშორისო ლიგის ქართული განყოფილების მიერ განხორციელდა საზოგადოებრივი აქტივობები:
- სკოლის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ჩატარდა საგანმანათლებლო საუბრები ეპილეფსიისა და ეპილეფსიური გულყრის დროს პირველადი დახმარების საკითხებზე;
- ეპილეფსიის შესახებ საზოგადოებისთვის მომზადდა ვიდეო-რგოლი;
- საზოგადოებისთვის შეიქმნა ვიდეო-რგოლი ეპილეფსიური გულყრის დროს პირველადი დახმარების საკითხებზე;
- სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ თბილისში” მოეწყო ელენე გამგონიძის ნახატების გამოფენა;
- გაიმართა საქართველოს ეპილეფსიასთან ბრძოლის ლიგის ყრილობა, სადაც მონაწილეობა მიიღეს ლიგის წევრებმა, მწერალთა და მხატვართა საზოგადოების წარმომადგენლებმა, განათლების სამინისტროს წამომადგენლებმა, ეპილეფსიის მქონე ბავშვებისა და მოზრდილების მშობლებმა და ოჯახის წევრებმა.