"კლინიკური ნეიროფიზიოლოგია/კლინიკური ელექტროენცეფალოგრაფია"
სპეციალიზაციის მაძიებელთათვის

პროგრამის ხელმძღვანელები:

ნანა ტატიშვილი და სოფიო კასრაძე

 

პროგრამის შესახებ:

ეპილეფსიასთან ბრძოლის საერთაშორისო ლიგის (ILAE) ქართული განყოფილების (GLAE) სასწავლო პროგრამა „ კლინიკური ნეიროფიზიოლოგია/კლინიკური ელექტროენცეფალოგრაფია “ განკუთვნილია სერტიფიცირებული ნევროლოგებისთვის/ბავშვთა ნევროლოგებისთვის, რომლებსაც სურთ გაიღრმაონ თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები კლინიკურ ელექტროენცეფალოგრაფიაში, სასწავლო კურსისა და სასერტიფიკატო გამოცდების წარმატებულად დასრულების შემდეგ მიიღონ სერტიფიკატი „სპეციალიზაცია - კლინიკური ნეიროფიზიოლოგია/კლინიკური ელექტროენცეფალოგრაფია“.

პროგრამის მიზანი:

კლინიკური ელექტროენცეფალოგრაფიის სპეციალიზაციის მაძიებელმა ისწავლოს სტანდარტული ელექტროენცეფალოგრაფიისა როგორც ჩატარების, ისე მიღებული ჩანაწერის ინტერპრეტაციის საფუძვლები. შეისწავლოს ეეგ-კვლევის მნიშვნელობა ისეთი დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში როგორიცაა ეპილეფსია, სხვადასხვა ეტიოლოგიის მწვავე და ქრონიკული ენცეფალოპათია, ცერებროვასკულური და დეგენერაციული დაავადებები, თავის ტვინის ტრავმული დაზიანება, კომა და ტვინის სიკვდილი, ძილ-ღვიძილის ციკლის დარღვევები და დაავადებები.

პროგრამის მოდულები:

  1. ელექტროენცეფალოგრაფიის ფუნდამენტური საკითხები - ფიზიოლოგია და პათოფიზიოლოგია

  2. ეეგ-კვლევის კლინიკური ღირებულება/შეფასება მოზრდილებში

  3. ეეგ-კვლევის კლინიკური ღირებულება/შეფასება ბავშვებში

  4. ბავშვთა ასაკის ეპილეფსიები და ეეგ-კორელანტები

  5. მოზრდილთა ასაკის ეპილეფსიები და ეეგ-კორელანტები

  6. ეეგ - კორელანტები ენცეფალოპათიების, კომური მდგომარეობის, თავის ტვინის ტრავმული დაზიანებისა და ეპილეფსიური სტატუსის დროს

  7. პოლისომნოგრაფიის ფუნდამენტური საკითხები-ფიზიოლოგია და პათოფიზიოლოგია

  8. პოლისომნოგრაფიის ჩვენებები ძილ-ღვიძლის ციკლის დარღვევების/დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში (ძილის ობსტრუქციული/ცენტრალური აპნოე, ინსომნია, ნარკოლეფსია და იდიოპათური ჰიპერსომნია, მოუსვენარი ფეხების სინდრომი, სწრაფი ძილის დარღვევები და სხვა პარასომნიები).

ტექნიკური აღწერილობა

სწავლის ხანგრძლივობა: 8 თვე, მოდულების მიხედვით. მაძიებელს სასერტიფიკატო გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს მხოლოდ ყველა მოდულის გავლის შემდეგ.

სასწავლო კურსის მოდულის გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ეპილეფსიის საერთაშორისო ლიგის ქართული განყოფილების (GLAE) მიერ ოფიციალურად გამოცხადებულ პერიოდებში (რიცხვებში).

სასწავლო კურსის მოდულების გასავლელად ტუტორსა და ლაბორატორიას მაძილებელი საკუთარი ნებით აირჩევს იმ კანდიდატებიდან, რომლებიც ეპილეფსიის საერთაშორისო ლიგის ქართული განყოფილების (GLAE) მიერ იქნება შერჩეული და მითითებული.

თითოეული მოდული მოიცავს ლექცია-სემნარებსა და პრაქტიკულ მეცადინეობას.

ლექცია/სემინარები ჩატარდება კვირაში ორჯერ (სამშაბათს და პარასკევს, უქმე დღეების გარდა), საღამოს 16:00-დან 18:00-საათამდე, ტუტორის მიერ მითითებულ ადგილზე.

პრაქტიკული მუშაობა შესაძლებელი იქნება როგორც ტუტორის მიერ მითითებულ ლაბორატორიაში, ისე მაძიებლის სამუშაო ადგილზე (ასეთ შემთხვევაში, მაძიებელი ყოველდღიურ დამოუკიდებელ და მიმდინარე ნამუშევარს კვირაში ერთხელ წარუდგენს ტუტორს რევიზიისთვის).

ყოველი მოდულის დამთავრების შემდეგ, მოდულის პერიოდში მაძიებელის განხორციელებული აქტივობების საფუძველზე, მოდულზე პასუხისმგებელი ტუტორის მიერ გაიცემა შესაბამისი საბუთი (ტუტორის ხელმოწერით), აუცილებელი ინფორმაციით (დასწრება, წარმოდგენილი სამუშაო და ა.შ.).

სწავლების ენა: ქართული, დამატებითი საკითხავი მასალა იქნება ინგლისურ ენაზე 

მისაღები პროცედურები:

პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა, საკონტაქტო მეილზე (sofiakas@gmail.com) უნდა გადმოაგზავნონ:

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 14 ოქტომბერი. სწავლა დაიწყება 2017 წლის 30 ოქტომბრიდან.

15 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით, ჩატარდება მიღებული საბუთების რევიზია და კურსისთვის შეირჩევა მაქსიმუმ 10 აპლიკანტი, რომლებსაც ეცნობებათ ინფორმაცია კურსზე ჩარიცხვის შესახებ.

შერჩევის კრიტერიუმები

  • მოტივაცია

  • ნევროლოგიური პროფილით მუშაობის მინიმუმ 3 წლის გამოცდილება;

  • სარეკომენდაციო წერილი.  

სწავლის საფასური: სრული კურსი - 2500 ლარი

გადახდის გრაფიკი: 

სწავლების თანხის გადახდა მოხდება მითითებულ საბანკო ანგარიშზე თანხის შეტანით კურსის დაწყებამდე/სწავლის დაწყებიდან პირველი კვირის განმავლობაში (4-დან 8 ნოემბრამდე).

დასაშვებია თანხის გადახდის შემდეგი ფორმატები:

ა) მთლიანი თანხის ერთიანად ჩარიცხვა;

ბ) ნახევარი თანხის (1300 ლარი) ჩარიცხვა კურსის დაწყებამდე/სწავლის დაწყებიდან პირველი კვირის განმავლობაში (4-დან 8ნოემბრამდე) და მეორე ნახევრის (1200 ლარი) ჩარიცხვა - სწავლის შუა პერიოდში (4-დან 10 მარტამდე);

გ) თითოეული მოდულის საფასურის ჩარიცხვა მოდულის დაწყებამდე.

პროგრამის მოცულობა და ფასი მოდულების მიხედვით:

N

მოდული

ხანგრძლივობა

(თვე)

ფასი

(ლარი)

1

ეეგ-ბაზისური ცოდნა

½

250

2

ეეგ- კვლევის კლინიკური ღირებულება/შეფასება ბავშვებში; ბავშვთა ასაკის ეპილეფსიური სინდრომები და ეეგ-კორელანტები

2 ½

750

3

ეპილეფსია - მოზრდილობის ასაკის სინდრომები და ეეგ-კორელანტები; ეეგ-კვლევის კლინიკური ღირებულება/შეფასება მოზრდილები

2 ½

750

4

ეეგ - კორელანტები ენცეფალოპათიების, კომური მდგომარეობის, თავის ტვინის ტრავმული დაზიანებისა და ეპილეფსიური სტატუსის დროს

1

300

5

პოლისომნოგრაფია; ეეგ ძილის დარღვევების დროს.

450

სულ

 

8

2500

საბანკო რეკვიზიტები:

მიმღები ბანკი ს.ს.“თიბისი“ ბანკი

ბანკის კოდი TBCBGE22

მიმღების ანგარიშის ნომერი /GEL GE35TB7928236080 I 00002

მიმღების დასახელება ააიპ თ. გელაძის სახელობის საქართველოს

ეპილეფსიასთან ბრძოლის ლიგა

გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება.

----------------------------------------

პროგრამის ფარგლებში მოქმედებს შემდეგი სახის შეღავათები

1. მაძიებელი, რომელსაც კლინიკურ ელექტროენცეფალოგრაფიაში გავლილი აქვს ეპილეფსიის საერთაშორისო ლიგის (ILAE) დისტანციური სასწავლო კურსის (VIREPA) ყველა მოდული, კერძოდ:

  • VIREPA - მოზრდილთა ეეგ-კურსი

  • VIREPA - პედიატრიული ეეგ- კურსი

  • VIREPA - კურსი - EEG SCORE

  • VIREPA - ეპილეფსია და ძილი I ნაწილი

  • VIREPA - ეპილეფსია და ძილი II ნაწილი

  • VIREPA - ეეგ სრულფასოვანი კურსი

და გააჩნია თითოეული კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები, აღნიშული პროგრამის გავლისა და სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე მიეცემა რეკომენდაცია კლინიკური ელექტროფიზიოლოგის სპეციალიზაციის სერტიფიკატის მისაღებად.

2. მაძიებელს, რომელსაც კლინიკურ ელექტროენცეფალოგრაფიაში გავლილი აქვს ეპილეფსიის საერთაორისო ლიგის (ILAE) დისტანციური სწავლების რომელიმე მოდული/ები ეეგ-სა და ეპილეფსიასა, და ძილის ეეგ-ში (VIREPA, დაიანალუნდის სასწავლო კურსი ეეგ-სა და ეპილეფსიაში, ESRS) სათანადო სერტიფიკატის წარმოდგენის შემთხვევაში სასწავლო კურსის შესაბამისი მოდული ჩაეთვლება გავლილად.

სერტიფიკატი

სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ სერტიფიკატის მაძიებელს მიეცემა სასერტიფიკატო გამოცდაზე გასვლის უფლება.

სპეციალიზაციის „ კლინიკური ნეიროფიზიოლოგია /კლინიკური ელექტროენცეფალოგრაფია“ სერტიფიკატი მსმენელზე გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას

  • გააჩნია ნევროლოგის/ბავშვთა ნევროლოგის სერტიფიკატი,

  • აქვს მინიმუმ 3 (სამი) წლის პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება,

  • გავლილი აქვს სასწავლო კურსის ყველა მოდული,

  • სასერტიფიკაციო გამოცდაზე მიიღო გამსვლელი ქულა.

სერტიფიკატის აღების წინაპირობა:

პროგრამის ყველა მოდულის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ ტესტირებულ გამოცდაზე გამსვლელი ქულით ჩაბარების შემთხვევაში მსმენელს ექნება სერტიფიკატის აღების შესაძლებლობა.

პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციები

პ. სარაჯიშვილის სახ. ნევროლოგიის ინსტიტუტი

თსსუ ხეჩინაშვილის სახ. ნევროლოგიური კლინიკა

იაშვილის სახ. პედიატრიული კლინიკის ნევროლოგიის დეპარტამენტი

ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტი

საკონტაქტო პირები

კოორდინატორები - სოფიო კასრაძე და ნანა ტატიშვილი

ეპილეფსიასთან ბრძოლის საერთაშორისო ლიგის ქართული განყოფილების სასწავლო ცენტრი

მის: ვაჟა-ფშაველას 83/11, მე-3 სართული, 0186 თბილისი, საქართველო

ელ-ფოსტაn_tatishvili@hotmail.com sofiakas@gmail.com

 
For more information please contact us at: info@glae.org.ge